„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 5
1. ამ კანონით გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობას აფერხებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა, პასუხისმგებელმა პირმა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება.
3 . შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი .
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს ამ მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილება, ხოლო არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − მის მიერ შეთავაზებული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი ან სვლაგეზი, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 27.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/5/525 – ვებგვერდი, 21.12.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.
