საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1106. ქორწინების ცნება
ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ − სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ამ მუხლის მიზნებისთვის ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4438 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
