1.ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.
2.ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.
