1.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.შვილად აყვანის გაუქმების შესახებ საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.
3.სასამართლოს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს.
4.თუ ნაშვილები 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ ნაშვილების თანხმობით.
5.აკრძალულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ნაშვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებაზე თანახმა არიან მშვილებელი, ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი და ნაშვილები.
6.შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.