საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1244. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია
1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, განმცხადებლის სურვილისამებრ. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.
2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
