საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 350. განცხადების შინაარსი
1. განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) მეუღლის თანხმობა, როცა ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; ბ) გასაშვილებელი ბავშვის მშობლების თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. სასამართლოს შეუძლია, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
