საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობისას
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
Темы:Права пациентов
თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
