იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა. საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3709 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.366 საქართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის კანონი №1982 – ვებგვერდი, 11.11.2022წ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 70. გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობა
Редакция №140 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
Темы:Цифровой банкинг
