საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 711. დავალების გადანდობა მესამე პირისათვის
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დაშვებულია დამხმარე პირთა ჩართვა.
2. თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის შერჩევაში.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
