საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 712. მარწმუნებლის მითითებიდან გადახვევა
1. რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები.
2. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.
3. თუ რწმუნებულის მიერ მითითებების შესრულებამ შეიძლება მარწმუნებელს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, მას შეეძლება მითითებების შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს მარწმუნებელს ზიანის თაობაზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის თავის მითითებას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
