საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 748. მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების ანაზღაურება, თუ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის კუთვნილ საგანს; იგივე წესი გამოიყენება, როცა განსაკუთრებული გარემოებების გამო შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რაც ხელს შეუშლის მაკლერს შემკვეთის ინტერესების განხორციელებაში. ეს შემთხვევებია, როცა: ა) მაკლერი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს მესამე პირი; ბ) მესამე პირი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც მაკლერი სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს; გ) მაკლერი მესამე პირთან სამსახურებრივ ან შრომით ურთიერთობაშია; დ) მაკლერი მესამე პირის მეუღლეა.
2. მაკლერს აქვს გასამრჯელოს მიღების ან ხარჯების ანაზღაურების უფლება, როცა იგი შემკვეთს მესამე პირთან ხელშეკრულების დადებამდე შეატყობინებს ამ გარემოებათა შესახებ.
3. მაკლერი კარგავს გასამრჯელოს ან ხარჯების ანაზღაურების უფლებას, თუ იგი ხელშეკრულების შინაარსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მესამე პირის სასარგებლოდ.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესების საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია. II. შუამავლობა ბინის ქირავნობისას
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
