საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 756. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება გაუქმდეს გამოცხადებული მოქმედების შესრულებამდე. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ იგი ცნობილი გახდება იმავე საშუალებით, რითაც ჯილდოს საჯაროდ დაპირება ან სპეციალური შეტყობინების მეშვეობით.
2. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება შეიცავდეს მითითებას მის გაუქმებაზე უარის შესახებ; საეჭვოობისას ივარაუდება, რომ დაპირება გაუქმებულია, თუ მოქმედება არ განხორციელებულა დათქმულ ვადამდე.
