1.პირი, რომელიც საჯარო განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს საუკეთესო შესრულებისათვის აწესებს პრიზს, ვალდებულია გადასცეს იგი სამუშაოს საუკეთესო შემსრულებელს.
2.კონკურსის გამოცხადებას აქვს ძალა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს განსაზღვრულ ვადას სამუშაოს შესასრულებლად.
