1.შემნახველს არა აქვს უფლება ნივთი შესანახად გადასცეს მესამე პირს მიმბარებლის თანხმობის გარეშე.
2.თუ მესამე პირისათვის შესანახად გადაცემა თანხმობით მოხდა, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის მესამე პირის ან შენახვის ადგილის არჩევაში.
