საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 792. პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის
Редакция №138 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. თუ სასაწყობო მოწმობა გაცემულია ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს ამ მოწმობის მფლობელის წინაშე მასში მითითებული პირობების სისწორისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწმობაში აშკარად არის მითითებული, რომ ეს მონაცემები ეფუძნება მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციას.
2. თუ შემნახველმა იცოდა, რომ მონაცემები არასწორია, მაშინ იგი პასუხს აგებს იმ შემთხვევაშიც, თუ მან გააკეთა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.
3. შერეული შენახვისას შემნახველს არა აქვს უფლება გააკეთოს პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
