1.მომსახურების მიმღების ინფორმაციის შენახვისას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი შენახულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი არ არის, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) მას არ აქვს ფაქტობრივი ცოდნა უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ, ხოლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის შეტანის შემთხვევაში ის არ იცნობს იმ ფაქტებს ან გარემოებებს, რომლებითაც მჟღავნდება უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის არსებობა; ბ) იგი უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ ფაქტობრივი ცოდნის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ამოიღებს უკანონო ინფორმაციას ან მის ხელმისაწვდომობას შეზღუდავს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც შუალედური მომსახურების მიმღები მომსახურების მიმწოდებლის სახელით მოქმედებს ან შუალედური მომსახურების მიმღებს მომსახურების მიმწოდებელი მართავს.
3.ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოს, კანონის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.


