1.დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
2.თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, მაშინ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
