1.დაზღვეული გემის გასხვისებისას საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება უქმდება გასხვისების მომენტიდან. გამონაკლისია გემის გასხვისება რეისის დროს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს რეისის დამთავრებამდე და დამზღვევის ყველა უფლება-მოვალეობა გადადის გემის შემძენზე.
2.ეს მუხლი გამოიყენება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაშიც.

