1.გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება: ა ) ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია; ბ ) გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა; გ ) ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.
2.გარანტმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა გარანტიის შეწყვეტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე პრინციპალს.
