1.სახელმწიფო გარანტია ითვლება დაფარულად, თუ: ა) გარანტირებული კრედიტი მთლიანად დაფარა ეკონომიკურმა აგენტმა ან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ; ბ) დარღვეულია საგარანტიო ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის გამოყენების მიზნობრიობა; გ) შესრულებულია საგარანტიო ხელშეკრულების ყველა პირობა.
2.კრედიტზე სახელმწიფო გარანტიის შეწყვეტის ყოველი ფაქტი ეცნობება საქართველოს პარლამენტს. თავი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი





