Редакция №81 Сверено с действующей редакцией · 21 сент. 2023 г.
1.სამხედრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ სასწავლებელში ირიცხებიან, სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან და მსმენელებად იწოდებიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირები: ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე; ბ) რომლებიც იმყოფებიან რეზერვში; გ) რომლებიც არიან საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეები.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსმენელებს (გარდა რეზერვში შესაბამისი სამხედრო წოდების მქონე პირისა) სამხედრო სასწავლებლის შესაბამისი კურსის (პროგრამის) დამთავრებამდე ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება – რიგითის წოდება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსმენელს სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მან იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდებით ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში. მსმენელი (გარდა კადრის სამხედრო მოსამსახურისა) არის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე.
3.ოფიცრის შესაბამისი კურსის სტუდენტს სამხედრო შეკრების გავლისას აქვს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სამხედრო წოდების მინიჭების გარეშე და ამ დროს მასზე ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის ყველა უფლება-მოვალეობა.
4.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ახორციელებს დამფუძნებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე შესაბამისი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
5.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი , სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად . სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება - მოვალეობანი ( გარდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლებისა , რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ).
6.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები . „ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა .
7.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის წინაპირობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის გარდა, შესაძლებელია იყოს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. კონტრაქტის ხელმოწერაზე უარის თქმის ან კონკურსის გაუვლელობის შემთხვევაში პირი არ ჩაირიცხება სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული პირის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
8.პირი , რომელსაც არ შესრულებია 18 წელი , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გახდეს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი მშობლების თანხმობით.
9.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურეს და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა.
10.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.
11.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებანი, გრანტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
12.სამხედრო სასწავლებლის მსმენელის / სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და წესი განისაზღვრება შესაბამისი სადისციპლინო წესდებით .
13.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობა. თუ აკადემიური პერსონალის ნაშრომები და კვლევები შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცული უნდა იქნეს გამჟღავნებისაგან.
14.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ სამხედრო ან სპეციალური წოდების თანამდებობაზე შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეს ან სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინების საფუძველზე.
15.თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე, თუ პირი არ აირჩევა კონკურსის წესით და მას არ გაუგრძელდა დანიშვნის ვადა.
16.სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურეთათვის და სპეციალური წოდების მქონე პირთათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
17.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის მიმართ, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, მოქმედებს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა ან სპეციალური წოდების მქონე პირთა დისციპლინური დევნის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებსაც აქვს უპირატესობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების მიმართ.
18.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი , რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი , ვალდებულია შეასრულოს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურისათვის ან სპეციალური წოდების მქონე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები . საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №919 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2238 - ვებგვერდი, 28.04.2014წ. მუხლი 10 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი 1. წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესს, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.
3.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1445 - ვებგვერდი, 28.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1926 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2041 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. მუხლი 10 2 . სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი 1 . წვევამდელის მიერ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2.სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3547 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. მუხლი 10 3 . (ამოღებულია) საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1705 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4073 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. თავი III. სამხედრო აღრიცხვა
История этой статьи· 8
Изменения, которые прошла эта статья
Specifies that 4 years of uninterrupted service in the Ministry of Internal Affairs (MIA) or State Security Service (SSS) fulfills mandatory military service and results in reserve status with the rank of private.
Defines the legal status and obligations of students ('იუნკერი') at military higher education institutions, including their relationship to both general higher education laws and specific military regulations.
Admission to military higher education institutions is now conditional on signing a contract (as per Article 2, paragraph 4) in addition to existing requirements. Failure to sign or pass the competition disqualifies admission; notification sent to National Assessment and Examination Center.
Grants the Ministry of Defense authority over military higher education institutions as a founder; defines student status ('listener'); allows for restrictions on student rights via contract; prioritizes military regulations over general higher education laws regarding personnel; and permits unique institutional structures/rules.
Revises admission criteria for military schools to include those with prior reserve experience. Specifies initial rank assignment (private) upon entry or completion/termination of studies, and clarifies the contractual status of cadets. Addresses student status during military assemblies.
Expanded eligibility criteria for enrollment in military educational institutions now includes individuals with complete higher and general education who have not completed mandatory military service before the age of 27.
The criteria for enrollment in military academies is altered to include individuals with secondary, specialized-secondary, or higher education who have not completed mandatory military service and are under 27 years old. Completion of studies will result in fulfillment of military obligation and reserve status.
СсылкаБлизко по смыслуსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…თავდაცვის ძალების რეზე…
Статья 10 — სამხედრო სასწავლებელში სწავლა | სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ