1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღები სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ: ა) მან სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები; ბ) იგი სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისთვის აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე იყო; გ) მან სამხედრო კათედრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები ამ კათედრის გაუქმების გამო ვერ ჩააბარა.
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ: ა) მან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები; ბ) იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისთვის აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე იყო; გ) მან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა აღნიშნული კათედრის სრული კურსი და სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები ამ კათედრის გაუქმების გამო ვერ ჩააბარა.
