საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 1. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანები
სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი, უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება, არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება, გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები, დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა მონაწილის უფლებები და თავისუფლებები, დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
