საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 9. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა
Редакция №177 Сверено с действующей редакцией · 28 мая 2026 г.
1. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
2. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. # # # #
