1.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.
2.დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
3.ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.
4.მხარეებს უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტაზე.
5.კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.
6.ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას ან ამ კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7.თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოება წყდება. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94



