1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, უფლება აქვს გააკეთოს განცხადება, მისცეს ჩვენება და განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, შეიტანოს საჩივარი, სასამართლოში გამოვიდეს მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც იცის. ამ შემთხვევებში, აგრეთვე საქმის მასალების გაცნობისას პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.
3.საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა გადაეცეს ბრალდებულს ან პროცესის სხვა მონაწილეს, უნდა ითარგმნოს მის მშობლიურ ენაზე ან სხვა ენაზე, რომელიც მან იცის.
4.ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია პროცესის მონაწილეებს განუმარტოს ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებში აღნიშნული მათი უფლებები.
5.სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თარჯიმნის შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე.
6.ყველა საპროცესო აქტი დგება სისხლის სამართლის პროცესის ენაზე.
7.გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე ვალდებულნი არიან სრულყოფილად იცოდნენ სისხლის სამართლის პროცესის ენა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
Изменения, которые прошла эта статья
Emphasizes the independence of the judiciary and prohibits interference in the administration of justice.
акт об изменении №29152Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.