1.ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ დადგენილება გამოაქვს პროკურორს, რის თაობაზედაც ეცნობება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; დადგენილების შემდგენი პირის თანამდებობა და გვარი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.
3.საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.