1.ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.
2.ბეჭდით დამოწმებული ოქმის (აღწერის) ასლი ხელწერილით გადაეცემა პირს, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო, ხოლო თუ ქონებას ყადაღა დაედო ამ პირის არყოფნაში, – მისი ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს ან ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ტერიტორიაზე ქონების დაყადაღებისას ოქმის ასლი ხელწერილით გადაეცემა ადმინისტრაციის წარმომადგენელს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №211 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.127






