საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 319. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი
მოსამართლე ამ კოდექსის 292-ე–293-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობას ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ბრძანებით იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვას. ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე შენობა, რომელშიც ნებადართულია ამოღება ან ჩხრეკა, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა, მოქალაქე, რომლის მიმართაც ნებადართულია პირადი ჩხრეკის ჩატარება, ჩხრეკისა თუ ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები საგანი, დოკუმენტი და მათი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
