1.მოსამართლე გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.
2.მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. მოსამართლე უფლებამოსილია მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ატყობინებს იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო და უგზავნის შესაბამის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სხდომის შესახებ მხარეებს უნდა ეცნობოს შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ამ კოდექსის 20 1 მუხლით განსაზღვრული წესით. მეწარმე ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია შემოწმების თაობაზე მისთვის შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლოს წერილობით წარუდგინოს თავისი მოსაზრებები.
