საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 338. საგნისა და დოკუმენტის დათვალიერება
1. გამომძიებელი ან პროკურორი ათვალიერებს საგანს ან დოკუმენტს მისი აღმოჩენის ადგილას, ხოლო თუ დასათვალიერებლად ხანგრძლივი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალებაა საჭირო, დათვალიერებას აგრძელებს წინასწარი გამოძიების ჩატარების ადგილას.
2. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება, რომელიც თანამდებობის პირმა ან მოქალაქემ წარუდგინა გამომძიებელს ან პროკურორს ამ კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის ან დოკუმენტის განადგურებას ან დაზიანებას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
