1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომებში ან დახურულ ტერიტორიაზე მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.
3.გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე, ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4.დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფილმი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ამ მოქმედებაში მონაწილე პირებმა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
Изменения, которые прошла эта статья
Changes relate to the principles governing criminal procedure.
акт об изменении №29152Article 681: Adjusts the effective dates of certain provisions within the Criminal Code.
акт об изменении №16990Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.