1.გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან ჩვენების, სხვა მტკიცებულების ანდა საქმის გამო წამოჭრილი ვერსიის შესამოწმებლად, რისთვისაც შეიძლება მოაწყოს საჭირო ცდა, რათა აღადგინოს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება, ვითარება და გარემოება ამა თუ იმ ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა და კვალის წარმოქმნის შესამოწმებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
