Статья 44. იმ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა უფლებები, რომლებიც ახორციელებენ საგამოკვლევო სამუშაოებს
საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ საგამოკვლევო სამუშაოებს, უფლება აქვთ დადგენილი წესით ჩაატარონ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, ააგონ დროებითი ტიპის შენობები და ნაგებობანი საწარმოო, საბინაო და კულტურულ-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, გამოიყენონ სამეურნეო საჭიროებისათვის საერთოდ გავრცელებული სასარგებლო წიაღისეული და წყალთა ობიექტები. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
