1.გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის თვისებების ამსახველი ნიმუში, თუ მისი გამოკვლევა საჭიროა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად.
2.ცოცხალი ადამიანისაგან შეიძლება აიღონ ნიმუში, რომელიც ასახავს შემდეგ თავისებურებებს: ბიოლოგიურს – სისხლი, თმა, ნერწყვი, გამონაყოფი; ფსიქოფიზიკურს – ხელწერა; ანატომიურს – კანის ნახჭის ანაბეჭდები, კბილების ტვიფრი; ხმის თავისებურება და პროფესიული ჩვევა.
