საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 385. გვამის ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი
Редакция №103 Сверено с действующей редакцией · 14 дек. 2018 г.
თუ დათვალიერების, ამოცნობის ან საექსპერტო გამოკვლევის ჩასატარებლად გვამის ამოღება აუცილებელია, პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი ამის თაობაზე აღძრავს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელსაც განიხილავს მოსამართლე და, თუ არის ამის საფუძველი, გასცემს ბრძანებას გვამის ექსჰუმაციის შესახებ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
