საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 412. შემოსულ საქმეზე პროკურორის მიერ გადასაწყვეტი საკითხები
გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს: ა) იყო თუ არა ქმედება, რომელიც ბრალდებულს ერაცხება, და არის თუ არა ამ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა; ბ) ხომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები; გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა წინასწარი გამოძიება; დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით; ე) წაყენებული აქვს თუ არა პირს ბრალდება ყველა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა; ვ) მიცემულია თუ არა პასუხისმგებლობაში ბრალდებული, ასევე დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი; ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია; თ) სწორად არის თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება; ი) მიღებულია თუ არა ზომები წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად; კ) გამოვლენილია თუ არა მიზეზები და პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, და მიღებულია თუ არა ზომები მათ აღსაკვეთად; ლ) დაცულია თუ არა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ ამ კოდექსის ყველა სხვა მოთხოვნა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
