საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 416^1. შეტყობინება საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ
1. გამოძიების დამთავრების და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გაგზავნის შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს (მათ შორის, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს), დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. შეტყობინებასთან ერთად გამომძიებელი ბრალდებულსა და მის დამცველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ხარჯით გადაიღონ სისხლის სამართლის საქმის მთელი მასალის ასლი (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან), აგრეთვე განუმარტავს სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გაცნობის უფლებას. თუ ბრალდებული არასმქონეა, საქმის მთელი მასალის ასლი მას გადაეცემა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.
2. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, მის დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს გასაცნობად ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს მეშვეობით. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
