საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 416^2. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე საქმის სასამართლოში გაგზავნა
1. თუ გამოძიების დამთავრებამდე რომელიმე მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის მიღება ჭიანურდება და ამასთანავე, არსებობს საბრალდებო დასკვნის შესადგენად საკმარისი მტკიცებულებები, პროკურორი უფლებამოსილია საქმე საბრალდებო დასკვნით გაგზავნოს სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნის დართვის გარეშე. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა შესაძლებელია საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს.
2. მხარეები ვალდებული არიან საბრალდებო დასკვნის შედგენამდე ერთმანეთს აცნობონ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თუ მხარეს არ ეცნობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნა საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 კარი მეცხრე წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში თავი L (ამოღებულია) საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
