1.თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ არის ექსპერტი, სპეციალისტი, და წყვეტს ექსპერტისა და სპეციალისტის აცილების საკითხს 106‑ე მუხლის საფუძველზე.
2.თუ ექსპერტის აცილება დაკმაყოფილებულია, , მხარეთა აზრის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მეორე ექსპერტის დანიშვნის შესახებ. ახალი ექსპერტის მოსაწვევად მხარეს ეძლევა დრო, თუ აცილებული ექსპერტი მის მიერ იყო მოწვეული.
