საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 605. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ
Редакция №103 Сверено с действующей редакцией · 14 дек. 2018 г.
1. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს შეატყობინოს, სად გაიგზავნა იგი სასჯელის მოსახდელად, ხოლო შემდგომ აცნობოს მათ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შესახებ.
2. სასამართლოს ნებართვით, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის ნახვის უფლება აქვთ ახლო ნათესავებს, მსჯავრდებულის მეუღლესა და სხვა პირებს.
