საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.
2.თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
3.სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება.
4.თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის გამო ან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.
5.თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.
6.თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.
7.საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად.
8.მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95
1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. 2. თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. 3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება. 4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის გამო ან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. 5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით. 6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს. 7. საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთასასჯელაღსრულების სამინისტროსდეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად. 8. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95
Изменения, которые прошла эта статья
The amendment details the order of proceedings during a hearing related to sentence enforcement, explicitly including review of evidence presented by the Ministry of Corrections alongside other parties.
акт об изменении №89500Clarifies the requirements for court hearings on matters related to sentence execution.
акт об изменении №26092The amendment expands the reasons for considering suspension of sentence execution to include 'due to retirement age', alongside existing reasons.
акт об изменении №14026Article is removed.
акт об изменении №11614Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.