1.
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ/დელეგირებულ სხვა საქმიანობას.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მთავრობა უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვების გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით.
4.მთავრობა უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა.
5.მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. 5 1 . მთავრობა უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განუსაზღვროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და გაცნობის წესი და პირობები.
6.მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ქონების გადაცემით. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა შესაძლებელია სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, პირდაპირი განკარგვის გზით, უსასყიდლოდ. შესაძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემული ქონების მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დაბრუნება. მთავრობის თანხმობის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია უსასყიდლოდ გადასცეს ქონება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.
7.მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება კანონით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).
8.მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს მერი.
9.მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №541-სსმI, №34,04.12.2008წ., მუხ.220 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1534-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.119 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5856 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. თავი IV ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
Изменения, которые прошла эта статья
Grants the government authority to define electronic document management procedures for public legal entities it establishes.
акт об изменении №1621798Aligns with revised definition of Tbilisi Government in Article 23 – largely redundant.
акт об изменении №1316242The revised article explicitly states that the Tbilisi Government controls the activities of public legal entities it establishes, beyond just founding and appointing leadership.
акт об изменении №1087396Establishment of an appeal process for decisions made by public legal entities founded by the Tbilisi government, directing complaints to and resolution by the Tbilisi Mayor's Office.
акт об изменении №89650A new article is added detailing the process for Tbilisi's government to establish public law entities, including approving their charters, appointing leadership, controlling activities, and specifying purposes (construction permits, urban planning, etc.).
акт об изменении №19444Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.