1.მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ამ მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამის ტერიტორიაზე განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებები: ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
