1.საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) არსებობს საკრებულოს წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე; ბ) დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას; ზ) გარდაიცვალა.
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ
