„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 23. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის დროებითი შეწყვეტა. კარანტინი
საქართველოს ან მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საფრთხის არსებობისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შეიძლება დროებით შეწყდეს მიმოსვლა ან შემოღებულ იქნეს კარანტინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთათვის. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
