„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 31. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა; ბ) სასაზღვრო, საკარანტინო, საავტომობილო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და საბაჟო კონტროლი; გ) სასაზღვრო ინციდენტებისა და მოსაზღვრე სახელმწიფოთა სამხედრო ან სხვა სახის აგრესიის თავიდან აცილება და მოგერიება; დ) მიგრაციული პროცესების კონტროლი; ე) პირისა და ტრანსპორტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, აგრეთვე ტვირთისა და სხვა ქონების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი; ვ) სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კონტროლი სასაზღვრო ზონაში; ზ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადგენა და დამრღვევის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრა. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5948 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
