Статья 20. დანაგვიანების პრევენცია
1. ტრანსპორტირებასა და შეგროვებასთან დაკავშირებული საქმიანობა იმგვარად უნდა იყოს განხორციელებული, რომ ნებისმიერი სახეობის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურებზე, დამუშავების ობიექტებსა და ნაგავსაყრელებზე შეგროვებისა და ტრანსპორტირებისას მოხდეს დანაგვიანების ან სხვა ტიპის გარემოსდაცვითი უარყოფითი ზეგავლენის პრევენცია.
2. მომსახურების მომწოდებელი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისას დაყრილი ნარჩენებისაგან ტერიტორიას დაუყოვნებლივ დაასუფთავებს უშუალოდ და მსგავსი დანაგვიანების განმეორების თავიდან ასაცილებლად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით.
