Статья 16. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს.
2. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.
3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება: ა) გზის საფრის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება; ბ) გარემოს საწვავ-საპოხი მასალით დაბინძურება; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს.
4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საგზაო მოძრაობის შესახებ
