Статья 6. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურება
1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდებაზე უშუალოდ პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაიქირაოს სხვა პირი ნარჩენების შეგროვების მომსახურების განხორციელების მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსით და ამ ტექნიკური რეგლამენტით.
2. მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთან დადებული ხელშეკრულების პირობები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების ხარისხიანი მიწოდება.
3. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნა მუნიციპალური ნარჩენების ყველა ისეთი წარმომქმნელისთვის, რომელთაც საკუთარი შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემა არ აქვთ.
4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისას, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს, თუ რა საშუალებებით ახორციელებს თავიანთი ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების უზრუნველყოფას ნარჩენების მართვის კოდექსითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
